კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობასთან ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვმუშაობთ
კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობასთან ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვმუშაობთ

იმ დროის განმავლობაში, რაც საქართველოში ვიმყოფები, ძალიან კონსტრუქციულად ვმუშაობთ ამ მთავრობასთან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როგორ შეაფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არის პრორუსული.

„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან მრავალი სხვადასხვა მიმართულებით უკვე 30 წელზე მეტია, რაც თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, რაც ვნახეთ არის ის, რომ საზოგადოების ცნობიერება რუსეთის დესტაბილიზაციური როლის შესახებ იზრდება.

რუსეთისთვის რთულია მეზობლად ჰყავდეს ისეთი მეზობელი, რომლის ისტორიაც წარმატებულია. ვფიქრობ, სწორედ ეს არის იმის მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვხედავთ ასეთ მცდელობებს, რომ ძირი გამოუთხაროს პროგრესს რომელსაც საქართველომ მიაღწია.

იმ დროის განმავლობაში, რაც მე აქ ვიმყოფები, ძალიან კონსტრუქციულად ვმუშაობთ ამ მთავრობასთან, ისევე, როგორც წინა მთავრობებთან. პროგრესი არის ნათელი; საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს – ჯანდაცვა , განათლება, უსაფრთხოება, ეკონომიკა, დემოკრატიული განვითარება, ეს ნამდვილად არის წარმატება“, – განაცხადა დეგნანმა.