კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის აღდგენის კუთხით, აშშ-ც მხარს უჭერს ამ ძალისხმევას სხვადასხვა გზით
კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის აღდგენის კუთხით, აშშ-ც მხარს უჭერს ამ ძალისხმევას სხვადასხვა გზით

ჩვენ ასევე გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს ეკონომიკური აღდგენის პროცესში პანდემიის შემდგომ ჩვენი არსებული დახმარების პროგრამებით და „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული სხვადასხვა ინიციატივებით, რადგანაც აუცილებელია, რომ ჩვენი ქვეყნების ეკონომიკებმა დაიწყონ გამოსვლა ამ კრიზისული მდგომარეობიდან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის აღდგენის მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა, მის ძალისხმევას სხვადასხვა გზით ამერიკის შეერთებული შტატებიც მხარს უჭერს.

„საქართველოს მთავრობამ უკვე გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის აღდგენის კუთხით, აშშ-ც მხარს უჭერს ამ ძალისხმევას სხვადასხვა გზით, განსაკუთრებით აქცენტი კეთდება მცირე და საშუალო ბიზნესებზე, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებაზე. ჩვენი სურვილია, რომ საქართველოში წარმოიშვას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები, რაც მოიტანს უფრო მეტ სამუშაო ადგილს და მდგრად განვითარებას“, – აღნიშნა ელჩმა.