კელი დეგნანი - საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, წინ კიდევ დიდი გზაა, რომელიც მოითხოვს საზოგადოების მიერ წვლილის შეტანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად
კელი დეგნანი - საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, წინ კიდევ დიდი გზაა, რომელიც მოითხოვს საზოგადოების მიერ წვლილის შეტანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად

საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა, ის მოითხოვს არა მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის, არამედ მთელი საზოგადოების მიერ წვლილის შეტანას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, საქართველოში ამ საკითხს ყველა ძალიან სერიოზულად მიუდგეს, რადგან ეს არის მთელი საზოგადოების პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული.

„ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა საქართველოსთვის, ასევე მოლოდვისა და უკრაინისთვის. მნიშვნელოვანია, საქართველოში ყველა ამას ძალიან სერიოზულად მიუდგეს, რადგან ეს არის მთელი საზოგადოების პროცესი, რომელშიც ყველა უნდა იყოს ჩართული, რათა დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისთვის მოთხოვნების დაკმაყოფილებაში. ეს კითხვარი ორი ნაწილისგან შედგება. როგორც ვიცი, პირველ ნაწილს ელჩ ჰარცელს მალე გადასცემენ და მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე ნაწილი კიდევ უფრო გრძელი და ფართოა. ამის შემდეგ ევროკავშირი შეისწავლის ამ პასუხებს და დაბრუნდება დამატებითი ინფორმაციისთვის. ეს ძალიან გრძელი და დეტალური პროცესია, რომელიც ევროკავშირის ყველა წევრმა გაიარა. ეს არის საქართველოს შანსი, აჩვენოს, რომ სურს, განახორციელოს საჭირო რეფორმები, საკანონდებლო ცვლილებები, რათა შეესაბამებოდეს ევროკავშირის სტანდარტებს და კანონმდებლობას. საქართველომ უკვე დიდ პროგრესს მიაღწია ამ მხრივ, წინ კიდევ დიდი გზაა და ის მოითხოვს არა მხოლოდ მთავრობისა და პარლამენტის, არამედ მთელი საზოგადოების მიერ წვლილის შეტანას ამ პროცესში, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა დეგნანმა.