კელი დეგნანი - საქართველო და აშშ გადადიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივას ვუწოდებთ
კელი დეგნანი - საქართველო და აშშ გადადიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივას ვუწოდებთ

საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის შედეგად ოთხი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემაჯამებელ შეხვედრაზე განაცხადა.

„თავდაცვის სამინისტროში დავესწარი თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ოთხი წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებების შეჯამებას. ეს იყო კარგი შესაძლებლობა, გვესაუბრა ოთხწლიანი პერიოდის განმავლობაში დაგროვილი მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ და განგვეხილა სამომავლო თანამშრომლობის სფეროები, რადგან საქართველო და აშშ გადადიან ურთიერთობის ახალ ეტაპზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების ინიციატივას ვუწოდებთ. მოვისმინეთ შესანიშნავი ბრიფინგები თავდაცვის ძალებისა და სამინისტროს წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა: მზადყოფნა, ლოჯისტიკა, პერსონალის მართვა და რეკრუტირება. საქართველოსა და აშშ-ს შორის პარტნიორობის შედეგად ამ ოთხი წლის განმავლობაში შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს. შესანიშნავია, როდესაც ვხედავთ იმ პროგრესს, რომელსაც თავდაცვის ძალებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელების შედეგად მიაღწია. მომავალი წლების განმავლობაშიც მოუთმენლად ველით ჩვენი მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელებას თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებთან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი