კელი დეგნანი - საქართველო-აშშ-ის მეგობრობას 30 წელი ვაშენებდით, ვიხსენებთ განვლილს და ვიყურებით წინ იმისკენ, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ
კელი დეგნანი - საქართველო-აშშ-ის მეგობრობას 30 წელი ვაშენებდით, ვიხსენებთ განვლილს და ვიყურებით წინ იმისკენ, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ

აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი, დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი გამოფენა ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა გამოფენის, „საქართველო და შეერთებული შტაბები. დიპლომატიური ურთიერთობების ისტორია“ გახსნაზე განაცხადა.

დეგნანის განცხადებით, აშშ ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს, შეენარჩუნებინა სიმტკიცე და ქვეყანაში დაემკვიდრებინა სტაბილური დემოკრატია.

„30 წლის წინ, საბჭოთა რეპრესიებისგან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვების შემდეგ და მანამდე, რუსეთის ძალისხმევის მიუხედავად, გაექრო საქართველოს სუვერენიტეტი და იდენტობა, ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა სიმტკიცე გადაწყვეტილებაში, დაემკვიდრებინა კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია. აშშ გასული 30 წლის და კიდევ უფრო მეტი ხნის განმავლობაში იყო საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ამ ძალისხმევაში. ჩვენ ძალიან ამაყები ვართ, რომ პარტნიორები ვიყავით და დღეს ეროვნული არქივის მიერ მოწყობილი ეს გამოფენა ასახავს ჩვენი პარტნიორობის გასულ 30 წელს ამ ძალისხმევაში. აქ არის ჩვენი სამხედროების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად გადიან წვრთნებს, ჩვენი ლიდერების ფოტოები, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. აქ არის ქართველი და ამერიკელი ხალხის ფოტოები. ამ მეგობრობას 30 წელი ვაშენებდით. ჩვენ ვიხსენებთ განვლილს და ასევე ვიყურებით წინ იმისკენ, რასაც ერთობლივად გავაკეთებთ“, – განაცხადა დეგნანმა.

ექსპოზიცია საქართველოსა და აშშ-ის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს ეძღვნება და ასახავს ორი ქვეყნის ურთიერთობას საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან დღემდე.