კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა [ფოტო]
კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა [ფოტო]

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, რომ საქართველოში ასეთი შთამბეჭდავი ადგილის მონახულების შესაძლებლობა მიეცა.

„ელჩმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ადგილის დიდ პოტენციალს სოფლის მეურნეობის ცენტრად და ადგილობრივი სათავგადასავლო ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აშშ-ის საელჩო „ფეისბუქზე“ ავრცელებს.