კელი დეგნანი სახალხო დამცველს შეხვდა
კელი დეგნანი სახალხო დამცველს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა. ამის შესახებ საელჩო „ფეისბუქში“ წერს.

აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საელჩო შეშფოთებულია „სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას“.

„ელჩი კელი დეგნანი სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შეხვდა მისი უმნიშვნელოვანესი საქმიანობის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერის გამოსახატად. სახალხო დამცველის ოფისი საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, დამოუკიდებელი ინსტიტუტია. ჩვენ შეშფოთებული ვართ სახალხო დამცველის ოფისზე პოლიტიზირებული თავდასხმებით, რაც აზიანებს ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს და ძირს უთხრის მის ეფექტურობას. მოვუწოდებთ პარლამენტს, კონსტრუქციულად ჩაერთოს სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობაში და მხარი დაუჭიროს მის როლს საქართველოში თითოეული მოქალაქის უფლებების დასაცავად“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.