კელი დეგნანი - რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში
კელი დეგნანი - რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში

რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ამერიკის ხმას“ განუცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლი აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად და ასევე, უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს.

„რეგიონში დემოკრატიული ქვეყნის ქონა, რომელიც სტაბილური და პროგნოზირებადია კომერციული ტვირთების ცენტრალური აზიიდან ევროპაში გადასაზიდად ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, მისი როლის გამო, რომელსაც საქართველო თამაშობს შავი ზღვის უსაფრთხოებაში. ამ მხრივ საქართველოს როლი იზრდება, რადგან იზრდება ქვეყნის შესაძლებლობებიც, იქნება ეს სანაპირო დაცვა, ჯარი თუ საბაჟო. ეს ხშირად ჩვენი თანამშრომლობის შედეგია. ამით ხდება იმის უზრუნველყოფა, რომ შავ ზღვაში კომერციული გემები და ზოგადად მიმოსვლა არ ფერხდება. ასევე ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია, ნარკოტიკების, იარაღის და ზოგჯერ ადამიანების უკანონო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა. საქართველოს მნიშვნელოვანი სამართალდამცავი როლიც აქვს ფართო უსაფრთხოების როლთან ერთად. რუსეთს სურს, შავი ზღვა საკუთარი უკანა ეზოს ზღვად აქციოს და აკონტროლოს ყველაფერი, რაც შედის და გადის შავ ზღვაში. საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს იმისთვის, რომ შავი ზღვა საერთაშორისო ზღვად დარჩეს, რომელიც ყველა ჩვენი ქვეყნის გემებისთვის იქნება გახსნილი“,- განაცხადა კელი დეგნანმა.