კელი დეგნანი - ქართველებმა უნდა იამაყონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და მათი გუნდი მოულოდნელ, უპრეცედენტო ვირუსს
კელი დეგნანი - ქართველებმა უნდა იამაყონ, თუ როგორ გაუმკლავდნენ ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და მათი გუნდი მოულოდნელ, უპრეცედენტო ვირუსს

ეს არის კიდევ ერთი სუსტი მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და ძირი გამოუთხარონ ნდობას, რაც ქართველებს აქვთ ლუგარის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში მომუშავე ქართველების საქმიანობის მიმართ, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზე.

ელჩის შეფასებით, დაავადებთა კონტროლისა და ლუგარის ცენტრებით ქართველებს შეუძლიათ, იამაყონ.

„ზუსტად დღეს ვიყავი იქ, მათი სამუშაო ნამდვილად შთამაგონებელია, მონაწილეობა მივიღე ორი არჩვეულებრივი ქართველი მეცნიერის სტაჟირების დასრულების ცერემონიაში. შემდეგ მქონდა შესაძლებლობა, ლუგარის ცენტრი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დამეთვალიერებინა. ეს მართლაც ის არის, რითაც ქართველებს შეუძლიათ და უნდა იამაყონ. როგორ გაუმკლავდნენ ექიმი ამირან გამყრელიძე და პაატა იმნაძე, ასევე მათი გუნდები მოულოდნელ და უპრეცედენტო ვირუსს, ნამდვილად არის ის, რითაც ქართველებმა უნდა იამაყონ“, – განაცხადა ელჩმა, კელი დეგნანმა.