კელი დეგნანი - ქართველები გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, ვფიქრობ, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი
კელი დეგნანი - ქართველები გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, ვფიქრობ, უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი

ქართველი ხალხი როდესაც გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისა და იდენტობისთვის, ვფიქრობ, ამით უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეგნანის თქმით, უკრაინა იბრძვის ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისი ხალხის იდენტობისთვის და ეს არის ის, რაც ქართველებმა ძალიან კარგად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა მათთვის იდენტობისა და ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას.

„ჩემი აზრით, ცხადია, ვის მხარეს დგას ქართველი ხალხი და ეს არის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, იბრძვის ქვეყნად არსებობისთვის, ხალხის იდენტობისთვის. ეს არის ის ყველაფერი, რაც ქართველებმა ძალიან კარგად და ღრმად იციან საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, როდესაც რუსეთი ცდილობდა თქვენი იდენტობისა და ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას. ქართველი ხალხი როდესაც გულუხვ ჰუმანიტარულ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისა და იდენტობისთვის, ვფიქრობ, ამით უკვე ცხადია, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.