კელი დეგნანი - პარტიებს ვურჩევ, ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ, ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რის გამოც ცესკო შექებას იმსახურებს
კელი დეგნანი - პარტიებს ვურჩევ, ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ, ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რის გამოც ცესკო შექებას იმსახურებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პოლიტიკურ პარტიებს ურჩევს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებუულ ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ.

მისი თქმით, ქცევის კოდექსი ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და ცენტრალური საარჩევნო კომისია შექებას იმსახურებს. ჩემი აზრით, ის ასახავს გარკვეულ ძირეულ პრინციპებს, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას. შესაბამისად, პარტიებს ვურჩევ, ქცევის კოდექსს ხელი მოაწერონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებითა და პოლიტიკური პარტიების მონაწილეობით პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი შეიმუშავა.

როგორც ცესკო-ში აცხადებენ, აღნიშნული დოკუმენტი დაფუძნებულია საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებზე და მოიცავს სამართლიანი, ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების პატივისცემას, კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდაპარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას.