კელი დეგნანი - ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სახალხო დამცველი იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული
კელი დეგნანი - ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ სახალხო დამცველი იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ, ვინც უნდა გახდეს მომდევნო სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი.

დეგნანის თქმით, სახალხო დამცველის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„როგორც ვნახეთ, ნინო ლომჯარიამ და მისმა პროფესიონალთა გუნდმა სახალხო დამცველის ოფისიდან, გამორჩეული სამუშაო შეასრულეს. ამიტომ სახალხო დამცველის თანამდებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან დამოუკიდებელ სააგენტოებს შორის, რომლებსაც, თქვენი კონსტიტუციით, აქვს ვალდებულება, დაიცვას ყველა მოქალაქის, ადამიანის უფლებები. სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური და შესრულდეს გამჭვირვალედ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ, ვინც უნდა გახდეს მომდევნო სახალხო დამცველი, ის იქნება კვალიფიციური, დამოუკიდებელი, გაბედული, იქნება მზად, აიღოს ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რაც წარმოადგენს კონსტიტუციით გაცემულ მანდატს საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებების დაცვისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.