კელი დეგნანი - ნებისმიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას შეშფოთებით ვუყურებთ
კელი დეგნანი - ნებისმიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას შეშფოთებით ვუყურებთ

ნებისმიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას შეშფოთებით ვუყურებთ, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს ყველა, ვისაც კონფლიქტის მოგვარების სურვილი აქვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა.

აშშ-ის ელჩი მოუწოდებს რუსეთს, 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს.

„ნებისმიერი ასეთი უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მცდელობას, რა თქმა უნდა, დიდი შეშფოთებით ვუყურებთ, ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს ყველა, ვისაც სურვილი აქვს კონფლიქტის მოგვარების. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების ვალდებულებები, წაიღოს უკან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ეს ის ვალდებულებებია, რაც 12 წლის წინ უნდა შეესრულებინა, მაგრამ ჯერ არ შეუსრულებია“, – განაცხადა დეგნანმა.