კელი დეგნანი - ნებისმიერი განცხადება აშშ-ის ხელისუფლებისგან ემსახურება იმას, რომ საქართველომ მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას
კელი დეგნანი - ნებისმიერი განცხადება აშშ-ის ხელისუფლებისგან ემსახურება იმას, რომ საქართველომ მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას

ნებისმიერი საუბარი, თუ რაიმე განცხადება აშშ-ის ხელისუფლებისგან ემსახურება იმას, რომ საქართველომ მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე სენატორების წერილებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, სენატორები და კონგრესმენები წარმოადგენენ საკანონდებლო შტოს აშშ-ში, ეს არის დამოუკიდებელი შტო და დამოუკიდებელი აღმასრულებელი შტოსგან, რომელსაც თავად წარმოადგენს.

„თავს შევიკავებდი ამაზე კომენტარისგან. უნდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი საუბარი, თუ რაიმე განცხადება აშშ-ის ხელისუფლებისგან ემსახურება იმას, რომ საქართველომ მიაღწიოს უფრო მეტ წარმატებას, განახორციელოს თავსი ოცნებები, რაც მას აქვს, ეს იქნება ძლიერი დემოკრატიული საზოგადოების შექმნა, რომელიც სთავაზობს ხალხს უფრო მეტ ეკონომიკურ კეთილდღეობას და ნებისმიერი კომენტარი ამ ალბათ სულისკვეთებით უნდა მივიღოთ. თუ გადავხედავ ჩვენს ურთიერთობა საქართველოსთან, გვაქვს კარგი თანამშრომლობა, კარგი კომუნიკაცია სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით, როცა საქმე შეეხება თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში, როცა გარკვეული საკითხი წამოიჭრება ხოლმე, გვაქვს კომუნიკაციის ძალიან ღია ფორმატი და ამას ასეთ ფორმატში ვწყვეტთ. შესაბამისად, კომუნიკაციის პრობლემა არ დგას და ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ ღრმაა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.