კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს ბრალდებები წლების განმავლობაში ცნობილი იყო და აშშ-ის კანონი გვთხოვს, როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ
კელი დეგნანი მოსამართლეების დასანქცირებაზე - ეს ბრალდებები წლების განმავლობაში ცნობილი იყო და აშშ-ის კანონი გვთხოვს, როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ

რა თქმა უნდა, საქართველოს შეუძლია, თავად დაიწყოს გამოძიება ნებისმიერ ინფორმაციასა და ბრალდებაზე, ჩვენ გავაკეთეთ ის, რასაც ამერიკის კანონი გვთხოვს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩმა, კელი დეგნანმა „იმედთან“ ინტერვიუში სანქცირებულ მოსამართლეებზე საუბრისას განაცხადა.

„სავიზო სანქციები, რაც გუშინ გამოცხადდა, მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ადამიანები ჩარეული არიან კორუფციულ გარიგებაში. ეს არის საგულდაგულო პროცესი, მოთხოვნა და ვალდებულება, განვახორციელოთ ეს ქმედება, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის უფლებას, შეუძლია თუ არა შევიდეს აშშ-ში. ეს სავიზო სანქციები არ აძლევს ნებას კონკრეტულ ადამიანებს ამერიკაში შესვლის. ეს დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია და ეს ინფორმაცია და ბრალდებებიც წლების განმავლობაში ცნობილი იყო და ამერიკის კანონი გვთხოვს, რომ როდესაც გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, ასე მოვიქცეთ“, – აღნიშნა ელჩმა.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.