კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ გვერდით გავწიოთ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ საზოგადოება, შეინარჩუნონ პოლარიზაცია
კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ გვერდით გავწიოთ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ საზოგადოება, შეინარჩუნონ პოლარიზაცია

მნიშვნელოვანია, რომ გვერდით გავწიოთ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ საზოგადოება, შეინარჩუნონ პოლარიზაცია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ.

„ქართველები შეჩვეული არიან და პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის მომსწრენი ყოფილან ადრეც. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი. მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებენ ჩემზე. ისინი არ შემხვედრიან და პირადად ვერ მივიღებ ნამდვილად, თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გვერდით გავწიოთ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დააბნიონ ქართველები, გაყონ საზოგადოება, შეინარჩუნონ პოლარიზაცია. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლისა. იმედი მაქვს, მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის, ანგარიშისა და ცნობების მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის“, – განაცხადა დეგნანმა.