კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს წევრების, განსაკუთრებით კი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იყოს ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანი
კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს წევრების, განსაკუთრებით კი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იყოს ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მიუკერძოებლად გაგრძელდეს.

„აშკარაა, რომ უკვე არსებობს საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის დეფიციტი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე ვნახეთ. მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს წევრების, განსაკუთრებით კი თავმჯდომარის შერჩევის პროცესი იყოს ძალიან გამჭვირვალე, სამართლიანი. იმედი გვაქვს, ყველა დაინტერესებული მხარე მიიღებს პროცესში მონაწილეობას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რომ წვლილი შეიტანონ ამ კანდიდატების შერჩევაში. ეს იქნება ქართული საზოგადოებისთვის სასარგებლო. მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს სიჩქარე და პროცესი მიუკერძოებელი, სამართლიანი, გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შენიშვნა: ამ ინფორმაციის წინა ვერსიაში სათაურად გამოყენებული იყო არასწორი თარგმანი, რაც გასწორებულია. 

დატოვე კომენტარი