კელი დეგნანი მესტიას ეწვია
კელი დეგნანი მესტიას ეწვია

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მესტიას ეწვია.

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მისი ერთ-ერთი გამორჩეული ვიზიტი სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში იყო. აქ ელჩი გაეცნო მუზეუმის შთამბეჭდავ კოლექციას, რომლის შენარჩუნება და დაცვა აშშ-ის მთავრობამ 2009 წელს დააფინანსა.

„ელჩმა ისიამოვნა ზურულდზე საბაგიროთი ასვლით, სადაც კავკასიონის მთების ულამაზესი ხედები დახვდა.

მოგზაურობისას ელჩს შესაძლებლობა მიეცა, შეხვედროდა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანს, რომელიც საქართველოში ერთადერთი ქალი გუბერნატორის მოადგილეა“, – აცხადებენ საელჩოში.