კელი დეგნანი - მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, საქართველო მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს
კელი დეგნანი - მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, საქართველო მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებებს

იმედი მაქვს, რომ კონსტიტუციური ცვლილებები დამტკიცებული იქნება პარლამენტის მიერ, ეს იყო 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ კითხვაზე.

მისი თქმით, შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მხარეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ მოლაპარაკებაში, უნდა შეასრულონ აღებული ვალდებულება.

„ეს კონსტიტუციური ცვლილებები იყო ქართველი ხალხის არჩევანი, რაც გულისხმობს უფრო მეტად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს უფრო მეტი ხმის, მეტი მოსაზრების წარმოდგენას, უფრო მეტ პლურალიზმს პარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ ეს კონსტიტუციური ცვლილებები იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ, ეს იყო 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, რა თქმა უნდა, შეთანხმება სრულად უნდა შესრულდეს და მხარეებმა, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ მოლაპარაკებაში, უნდა შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ საქართველო მიიღებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი