კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, ეს ვერსიაც კი, ვინც ხმას მისცემს პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე
კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე - საქართველოს არ სჭირდება ეს კანონი, ეს ვერსიაც კი, ვინც ხმას მისცემს პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე

მთავარი შეკითხვაა, რა არის საქართველოს ინტერესი. ცხადია, რომ საქართველოს ეს კანონი არ სჭირდება, ეს ვერსიაც კი, ასევე ცხადია, რომ ვინც ხმას მისცემს ამ პროექტს, პირდაპირ იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

დეგნანის თქმით, გაერო-მ, აშშ-მა, ევროსაბჭომ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა და საქართველოს მეგობრებმა მთელი მსოფლიოდან არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს, რომ ამ წინადადებების განხილვა არ დაიწყოს.

„ეს წინადადებები შეაჩერებს იმ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებიც მუშაობენ ქართველების დასახმარებლად და ცდილობენ საზოგადოებრივი ცხოვრების გაუმჯობესებას, იმ ქართველების, რომლებიც მუშაობენ იმ მიზნის მისაღწევად, რასაც უსაფრთხო, წარმატებული მომავალი ჰქვია. ეს წლებია, გრძელდება საქართველოს მეგობრებისა და მათი ადგილობრივი პარტნიორების თანამშრომლობით. ამ პროცესს დააზიანებს ეს წინადადებები და ინიციატივები, რომლებიც საქართველოს არ სჭირდება. ამიტომ ჩემი შეკითხვაა, რაში სჭირდება ეს საქართველოს, რა არის ამ პროექტის რეალური მიზანი, რა დგას რეალურად ამ წინადადებების ინიცირების უკან, რომელიც საქართველოს არ სჭირდება და რომელიც იქნება პასუხისმგებელი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის დაზიანებაზე, მაშინ როდესაც საქართველოს უმრავლესობას გაცხადებული აქვს საკუთარი პრიორიტეტებისა და მისწრაფებების შესახებ“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ რამდენიმე დღის წინ დააინიცირა „უცხოური აგენტის გამჭვირვალობის“ შესახებ მეორე კანონპროექტი, რომელიც, მათი განმარტებით, ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანია.