კელი დეგნანი - კარგი წინადადებებია წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან, „ქართული ოცნებისგან“, სამოქალაქო საზოგადოებისგან, ახლა საქმე მოქმედებაზეა და არა სიტყვებზე და სამუშაო ჯგუფებზე
კელი დეგნანი - კარგი წინადადებებია წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისგან, „ქართული ოცნებისგან“, სამოქალაქო საზოგადოებისგან, ახლა საქმე მოქმედებაზეა და არა სიტყვებზე და სამუშაო ჯგუფებზე

ქართველმა ხალხმა არაერთხელ თქვა, რა სურს და ეს არის ევროკავშირის წევრობა, დასავლური ინტეგრირება, გზა დემოკრატიული მომავლისკენ. თქვენ უკვე მიაღწიეთ დიდ პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების შენებისას, რომელიც საჭიროა ამისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ახლა ენერგია უნდა მიემართებოდეს ევროკომისიის მიერ გაწერილი რეკომენდაციების შესრულებისკენ.

„კომისიამ ძალიან მკაფიოდ თქვა, როგორც კი რეკომენდაციები შესრულდება გააზრებულად და არა ზედაპირულად, ან ცალკეული პარტიის მიდგომის გზით, არამედ გააზრებული და ინკლუზიური გზით, მაშინ საქართველოსაც ექნება კანდიდატის სტატუსი. დასაკარგი დრო არ არის. უკვე ძალიან კარგი წინადადებებია წარმოდგენილი სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებისგან, „ქართული ოცნებისგან“, სამოქალაქო საზოგადოებისგან. 22 ორგანიზაცია დაჯდა და კონკრეტული სამოქმედო გეგმა გაწერა, შემდგომი ნაბიჯების. კითხვა არ მდგომარეობს იმაში, რა არის გასაკეთებელი, საქართველოს ლიდერები და საზოგადოება ამაზე საუბრობენ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც მე აქ ვარ, ცხადია გასული წლიდან. არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი და ქართველი ლიდერები დათანხმდნენ ამ რეფორმების უმეტესობას. ახლა საქმე მოქმედებაზეა. არა სიტყვებზე, არა სამუშაო ჯგუფებზე, არამედ მოქმედებაზე, რათა შეასრულონ ეს 12 პუნქტი და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ის აქ არის, გელოდებათ, მაგრამ თქვენ სამუშაო უნდა შეასრულოთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.