კელი დეგნანი ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა - ვამაყობთ, რომ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ საქართველოს ისტორიული ძეგლების შენარჩუნების საქმეში [ფოტო]
კელი დეგნანი ჯვრის მონასტერში იმყოფებოდა - ვამაყობთ, რომ შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ საქართველოს ისტორიული ძეგლების შენარჩუნების საქმეში [ფოტო]

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ჯვრის მონასტრის კონსერვაციის მეორე ეტაპისთვის 506 000 დოლარის გამოყოფასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მონასტერს ეწვია.

კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ამაყობს, რომ აღნიშნულ სამუშაოებს აფინანსებს. მისივე თქმით, ფონდმა საქართველოში 20-მდე პროექტი დააფინანსა.

„აშშ-ის საელჩო ამაყობს, რომ დააფინანსებს ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის გამაგრების სამუშაოებს. დღეს გამოცხადდა გრანტის გადაცემა, რომელიც გამოყო ამერიკის ელჩის კულტურის დაცვის ფონდმა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ფონდმა საქართველოში დააფინანსა დაახლოებით 20 პროექტი, რომლებზეც გამოიყო ორ მილიონ დოლარზე მეტი, ხოლო ეს გრანტი, რომელიც ჯვრის მონასტრის სამუშაოებზე გამოიყო, არის ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი. საქართველოში ეკლესიები და ისტორიული ძეგლები თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს ქვეყნის საზოგადოების ისტორიაში და ჩვენ ვამაყობთ და გვიხარია, რომ შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათი დაცვისა და შენარჩუნების საქმეში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

2020 წელს გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნულმა ცენტრმა დაფინანსება აშშ-ის ელჩის მემკვიდრეობის ფონდისგან ტაძრის საფასადო ქვების კონსერვაციისა და გამაგრებისთვის მიიღო.

დატოვე კომენტარი