კელი დეგნანი - ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები, რაც აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს, დაიცვას საკუთარი საზღვრები და შეაკავოს რუსეთის აგრესია
კელი დეგნანი - ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად განვიხილეთ თანამშრომლობის მიმართულებები, რაც აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს, დაიცვას საკუთარი საზღვრები და შეაკავოს რუსეთის აგრესია

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდა.

კელი დეგნანის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის ის მიმართულებები, რაც აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს, დაიცვას საკუთარი საზღვრები და შეაკავოს რუსეთის აგრესია.

„ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერი და მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებთ. თავდაცვის მინისტრთან ერთად განვიხილეთ თანამშრომლობის ის მიმართულებები, რაც აძლიერებს საქართველოს შესაძლებლობებს, დაიცვას საკუთარი საზღვრები და შეაკავოს რუსეთის აგრესია.

ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა ჩვენი ქვეყნებისთვის კრიტიკულ მომენტში, რადგან რუსეთი საქართველოს საზღვრებთან ახლოს კრიზისს ქმნის. მნიშვნელოვანია, რომ გავაგზავნოთ საქართველოსა და აშშ-ის, ასევე პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის ერთიანობის ძლიერი გზავნილი. ძალიან სასიამოვნო იყო მინისტრთან შეხვედრა და ამ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.