კელი დეგნანი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე - კითხვები როდესაც ჩნდება საქმის შედეგების სანდოობაზე, ეს მუშაობს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობისადმი ნდობის საწინააღმდეგოდ
კელი დეგნანი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე - კითხვები როდესაც ჩნდება საქმის შედეგების სანდოობაზე, ეს მუშაობს სასამართლო სისტემისა და კანონის უზენაესობისადმი ნდობის საწინააღმდეგოდ

აშშ მუშაობს საქართველოსთან მართლმსაჯულების გამჭვირვალეობის, დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად და გასაძლირებლად, ვფიქრობ, დიდი პროგრესია მიღწეული, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, რამდენად ობიექტური იყო სასამართლო პარტია „ლელოს“ ლიდერების, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის საქმეში.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ეს არის საქმე, რომელიც გარკვეული პერიოდი გრძელდება და ძირითად ბრალდებებთან, თავდაპირველ ვერდიქტთან დაკავშირებით, ვფიქრობ, კითხვები ბევრს გაუჩნდა. როდესაც ჩნდება კითხვები საქმის შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით, ეს მუშაობს სასამართლო სისტემისადმი და კანონის უზენაესობისადმი ნდობის საწინააღმდეგოდ. აშშ მუშაობს საქართველოსთან მართლმსაჯულების გამჭვირვალეობის, დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად და გასაძლირებლად, ვფიქრობ, რომ დიდი პროგრესია მიღწეული. თუმცა აშკარაა, როდესაც ამგვარი საქმეები ჩნდება, რომელიც აჩენს მეტ კითხვას კანონის ადმინისტრირებასთან და მოსამართლეების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, აწარმოონ კანონი არსებული მტკიცებულებების შესაბამისად და ჩარევის გარეშე, ეს ნდობას ძირს უთხრის“, – განაცხადა დეგნანმა.