კელი დეგნანი - იმედი მაქვს, მოსამართლემ, რომელმაც გიორგი რურუასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ეს დამოუკიდებლად გააკეთა
კელი დეგნანი - იმედი მაქვს, მოსამართლემ, რომელმაც გიორგი რურუასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ეს დამოუკიდებლად გააკეთა

იმედი მაქვს, რომ მოსამართლემ, რომელმაც რურუასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, ეს დამოუკიდებლად გააკეთა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა გიორგი რურუას განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.

„იყო გარკვეული კითხვები სახალხო დამცველის მხრიდან, ასევე ჩვენ წამოვწიეთ გარკვეული კითხვები მისი დაკავებისა და სისხლის სამართლის დევნის დაწყების დროს და კონტექსტთან დაკავშირებით. გეტყვით, რომ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა თავისი სასამართლოს სისტემის მიმართ და იყოს დარწმუნებული, რომ ნებისმიერ საკითხი გადაწყდება სამართლიანად“,- განაცხადა დეგნანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.