კელი დეგნანი - იმედი გვაქვს, ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს
კელი დეგნანი - იმედი გვაქვს, ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს

იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, არჩილ თალაკვაძესთან საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე ისაუბრა.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა საარჩევნო კოდექსის რეფორმაზე პარლამენტის სპიკერთან და სხვებთან. ეს კანონმდებლობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც უკვე შეიცავს ოდირის ზოგ რეკომენდაციას. ჩვენ განვიხილეთ ის დამატებითი პირობები, რომლებიც შექმნიდა უფრო თავისუფალ, სამართლიან, სანდო და გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს ოქტომბერში. ვიცი, რომ კანონპროექტზე უკვე ჩატარდა ბევრი სამუშაო. იმედი გვაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნებისთვის პარლამენტი საარჩევნო კოდექსის რეფორმის საუკეთესო ვერსიას დაამტკიცებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.