გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს საქართველოში აშშ-ის საელჩო უსმენს, კელი დეგნანი აბსურდსა და ტყუილს უწოდებს
გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს საქართველოში აშშ-ის საელჩო უსმენს, კელი დეგნანი აბსურდსა და ტყუილს უწოდებს

ყოფილი დეპუტატისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გუბაზ სანიკიძის განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო საუბრები საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ ისმინება, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აბსურდსა და ტყუილს უწოდებს.

„ეს არის აბსურდი. დავინტერესდები, თუ რა არის ამგვარი ბრალდებების საფუძველი, რაც პრაქტიკულად ტყუილია“, – განაცხადა დეგნანმა.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ „ამერიკის საელჩო ბიძინა ივანიშვილის საუბრებს ისმენს“.

„20 ივნისის ღამეს, ზუსტად 13 წუთით ადრე გამოვიდა ბახტაძე და თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ვართ და ჩვენ არ ვესვრით რეზინის ტყვიებს. ზუსტად 13 წუთში სროლა დაიწყო. ჩემი ვერსიით, ეს 13 წუთი ზუსტად ის დროა, რამდენიც დასჭირდა ანზორ ჩუბინიძეს, რომ ჩამოსულიყო ბიძინას რეზიდენციიდან, რადგან ბიძინა ტელეფონით არ გასცემდა ამ ბრძანებას. ეს გამორიცხულია, რადგან დარწმუნებული ვარ, ამერიკის საელჩო მის საუბრებს ისმენს. ეს კანონიერია თუ უკანონოა, არ ვიცი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

დატოვე კომენტარი