კელი დეგნანი - გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“, რათა გავიგოთ, არსებობს თუ არა რამე გზა
კელი დეგნანი - გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“, რათა გავიგოთ, არსებობს თუ არა რამე გზა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებთან მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა შედგა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ კელი დეგნანმა აღნიშნა, გაგრძელდება საუბარი ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“.

„მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრა იყო. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ უკეთესად გვესმის, რა აშფოთებს ოპოზიციას. ვაფასებ, რომ ისინი მოვიდნენ. გავაგრძელებთ საუბარს ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებასთან“, რათა გავიგოთ, არსებობს თუ არა რამე გზა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.