კელი დეგნანი - ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მა და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ
კელი დეგნანი - ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც აშშ-მა და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ, ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ

ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასახსენებელი ამ გასული 30 წლის განმავლობაში და მოუთმენლად ველით მომავალ წლებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, საამაყოა ის წარმატება, რომელსაც აშშ-მა და საქართველომ გასული 30 წლის განმავლობაში მიაღწიეს.

„დღეს ჩვენ აქ ვართ, რათა აღვნიშნოთ ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე. ჩვენ ძალიან ვამაყობთ იმ წარმატებით, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ ამ 30 წელში მივაღწიეთ. მე ამას ვხედავ ყველგან, სადაც მივდივარ. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობისას მე ამ ამას ვხედავ იმ სკოლებში, რომლებიც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მეშვეობით ერთად ავაშენეთ; ვხედავ იმ პროდუქციაში, რომელსაც ფერმერები აწარმოებენ და ახალ ბაზრებზე უფრო მაღალ ფასად ყიდიან; ვხედავ იმ არაჩვეულებრივ საქმიანობაში, რასაც სანაპირო დაცვის, სასაზღვრო პოლიციის, საბაჟოსა და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლები ასრულებენ. რა თქმა უნდა, ვხედავ ძლიერ თანამშრომლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მამაც წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და საზღვრებს იცავენ. ნამდვილად მოუთმენლად ველით მომავალ თანამშრომლობას. ჩვენთვის პატივია, რომ ამ დღის აღსანიშნ ავღონისძიებას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილე. ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო შეერთებული შტატებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასახსენებელი ამ გასული 30 წლის განმავლობაში და მოუთმენლად ველით მომავალ წლებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.