კელი დეგნანი - დიდი შეკრების გამართვა ცოტა სარისკოა იმის ფონზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, თუმცა არსებობს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება
კელი დეგნანი - დიდი შეკრების გამართვა ცოტა სარისკოა იმის ფონზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, თუმცა არსებობს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება

ვფიქრობ, ცოტა სარისკოა ასეთი დიდი შეკრების გამართვა იმის ფონზე, რომ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, თუმცა არსებობს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შემაჯამებელი შეკრების შესახებ საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

დეგნანის თქმით, ეს ეხება ყველა პოლიტიკურ პარტიასა და ძალას. ამასთან, აღნიშნა, რომ ქვეყანაში არ არის შესაბამისი ვითარება დიდი რაოდენობით ხალხის შესაკრებად.

„ვფიქრობ, ცოტა სარისკოა ასეთი დიდი შეკრების გამართვა იმის ფონზე, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. ეს ყველა პოლიტიკურ პარტიას და ძალას ეხება. არ არის შესაბამისი ვითარება ხალხის დიდი ჯგუფების შეკრებების გასამართად. თუმცა სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, არსებობს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. მთავარი სიტყვა რაც არის აქ, ეს არის მშვიდობიანად. მაშინ, როდესაც წინასაარჩევნო პერიოდი იყო გარკვეულად დაძაბული, ყველა ამომრჩეველს, მხარდამჭერებს მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ყველა პოლიტიკური პარტიისა და ლიდერის მხრიდან დამშვიდებისკენ მოწოდებები ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, მხარდამჭერები ამომრჩევლებს საშუალებას მისცემენ, საკუთარი არჩევანი წყნარ და სტაბილურ გარემოში დააფიქსირონ. იმედი გვაქვს, ეს ასე იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.