კელი დეგნანი - ჩვენი პროგრამები ღია და ხელმისაწვდომია სასამართლო სისტემაში მრავალი პროფესიონალისთვის
კელი დეგნანი - ჩვენი პროგრამები ღია და ხელმისაწვდომია სასამართლო სისტემაში მრავალი პროფესიონალისთვის

ჩვენი პროგრამები ღია და ხელმისაწვდომია სასამართლო სისტემაში მრავალი პროფესიონალისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეგნანს კითხვა დაუსვეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც მოსამართლე ამბობს, რომ საელჩოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე მას უთხრა, რომ აშშ-ში დაგეგმილ მოსამართლეთა ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს.

კელი დეგნანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ახსნა-განმარტებების მოთხოვნა კონკრეტულ საქმეზე რას ნიშნავს და რატომ გაუქმდა პროგრამაში მოსამართლის მონაწილეობა.

„მე ვერ ვისაუბრებ მოსამართლის სახელით. შემიძლია, ვთქვა, რომ ჩვენი პროგრამები ღიაა და ისინი არიან ხელმისაწვდომი მრავალი პროფესიონალისთვის სასამართლო სისტემაში, რომლებიც დაინტერესებული არიან ჩამოვიდნენ აზრთა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა გამოცვლისთვის აშშ-ში თავიანთ კოლეგებთან. განხორციელდა ძალიან წარმატებული პროგრამები, სასწავლო ჯგუფები და ვფიქრობ, ამას დიდი სარგებელი აქვს როგორც ქართული სასამართლო სისტემის წევრებისთვის, ისე მათი ამერიკელი კოლეგებისთვის. ეს არის ძალიან პოზიტიური და ეს პროგრამები ღია რჩება ქართველი მონაწილეებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.