კელი დეგნანი - ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იყო ინკლუზიური, ცხადია, იყვნენ შედეგებით უკმაყოფილოებიც
კელი დეგნანი - ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი იყო ინკლუზიური, ცხადია, იყვნენ შედეგებით უკმაყოფილოებიც

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არის ინკლუზიური, რაც შედეგად აისახება ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის იმ კანდიდატების არჩევაში, რომელთა ნდობაც ხალხს შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო რეფორმის დანიშნულება იყო ისეთი კანდიდატების არჩევა, რომლებსაც ქართველი ხალხი ენდობა.

„მთელი რეფორმის დანიშნულება იყო გამჭვირვალობის გაზრდა, მიუკერძოებლობის გაზრდა და ისეთი კანდიდატების არჩევა, რომელთაც ქართველები ენდობიან.

პროცესი, როგორც ჩანს, ინკლუზიური იყო, მაგრამ ცხადია, იყვნენ შედეგებით უკმაყოფილოებიც, მიუკერძოებლობის კუთხით და წარმოდგენილი კანდიდატებისადმი ხალხის ნდობით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. კომისიის გადაწყვეტილებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, ხოლო წევრობის კანდიდატებად: გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.