კელი დეგნანი - ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს წარმატება, პასუხისმგებლიანი და ეფექტური რეაგირება „კოვიდ-19“-ის კრიზისზე
კელი დეგნანი - ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს წარმატება, პასუხისმგებლიანი და ეფექტური რეაგირება „კოვიდ-19“-ის კრიზისზე

ბევრმა ქვეყანამ აღიარა საქართველოს წარმატება, ძალიან პასუხისმგებლიანი და ეფექტური რეაგირება „კოვიდ-19“-ის კრიზისზე, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„ჩვენ ვაფასებთ ქართველი საზოგადოების რეაქციას და გამგებ დამოკიდებულებას მთავრობის მოთხოვნების მიმართ. ახლა მთავარ გამოწვევად რჩება ეკონომიკა. ვხედავთ, რომ მთავრობა ამას პასუხისმგებლობით უდგება და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ეკონომიკის გამოცოცხლება და ჩვეული რიტმში დაბრუნება“,- განაცხადა დეგნანმა.