კელი დეგნანი ასოციაცია „ჩაის გზის“ წევრებს შეხვდა
კელი დეგნანი ასოციაცია „ჩაის გზის“ წევრებს შეხვდა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დღეს ბიოფერმერ დავით თანეიშვილსა და ასოციაცია „ჩაის გზის“ წევრებს ესტუმრა.

აშშ-ის საელჩოში აღნიშნავენ, რომ საქართველოში აგროტურიზმს უდიდესი პოტენციალი აქვს და ამერიკის მთავრობა ამ სფეროს განვითარებას ეხმარება.

„მოხარული ვართ ჩვენი ახალი პარტნიორობით ასოციაცია „ჩაის გზასთან“, რათა დავგეგმოთ და განვახორციელოთ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პროექტი „გურიის ჩაის გზა“. ეს იქნება ნაწილი გურიის სტუმარმასპინძლობის უფრო მასშტაბური პროექტისა, რომელიც აერთიანებს სათავგადასავლო გამოცდილებას, ღვინოს, გასტრონომიას, აგროტურიზმსა და ეთნოგრაფიას. საქართველოს პირველი სერტიფიცირებული ბიოფერმერი დავით თანეიშვილი ამ პროგრამის ერთ-ერთი ბენეფიციარია. დღეს ელჩი დეგნანი დავითსა და ასოციაცია „ჩაის გზის“ სხვა წევრებს ამ სექტორში არსებულ გამოწვევებზე, პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ შეხვდა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.