კელი დეგნანი - აშშ-ში წასასვლელად ვიზის აღება ძალიან მარტივია, უნდა შეიტანოთ განაცხადი, ხალხი თუ მიჰყვება ნაბიჯებს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიღებს ვიზას, ასე რომ, ეს არ არის რთული პროცესი
კელი დეგნანი - აშშ-ში წასასვლელად ვიზის აღება ძალიან მარტივია, უნდა შეიტანოთ განაცხადი, ხალხი თუ მიჰყვება ნაბიჯებს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიღებს ვიზას, ასე რომ, ეს არ არის რთული პროცესი

აშშ-ში წასასვლელად ვიზის აღება ძალიან მარტივია, თქვენ უნდა შეიტანოთ განაცხადი ვიზის ასაღებად, ხალხი თუ მიჰყვება ნაბიჯებს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიღებს ვიზას, ასე რომ, ეს არ არის რთული პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, აშშ ყოველწლიურად მიესალმება ათასობით ქართველს.

„აშშ-ში წასასვლელად ვიზის აღება ძალიან მარტივია. თავდაპირველად თქვენ უნდა შეიტანოთ განაცხადი ვიზის ასაღებად. ყველა ნაბიჯი ზუსტად არის აღწერილი ვებგვერდზე და ათასობით ქართველმა, რომლებიც მიჰყვნენ ამ ნაბიჯებს და აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს, მიიღეს ვიზა. ასე რომ, ეს არ არის რთული პროცესი. ამას შეიძლება, დასჭირდეს დრო და წინასწარ დაგეგმვა, რადგან ჩვენ გვყავს ბევრი ადამიანი, ვისაც სურს აშშ-ში წასვლა. ჩვენ უნდა დავგეგმოთ შეხვედრები რიგის მიხედვით, მაგრამ ჩვენ ყოველწლიურად მივესალმებით ათასობით ქართველს.

მომავალ კვირას აშშ-ში გვეყოლება ქართველი ახალგაზრდა შემსრულებლების ჯგუფი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოდის. ჩვენ გვყავს 30 ბალერინა და შემსრულებელი თბილისის სახელმწიფო საბალეტო დასიდან, რომლებიც უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტურნეს მართავენ. მთელი წლის განმავლობაში ჩვენ გვყავს კულტურული ჯგუფები, სტუდენტები, ვიზიტორები, ტურისტები, ბიზნესმენები. ხალხი თუ მიჰყვება ამ ნაბიჯებს და დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, მიიღებს ვიზას, მაგრამ, პირველ რიგში, საჭიროა განაცხადის შევსება. ვერ მიიღებთ ვიზას, თუ არ გამოყოფთ დროს ვიზის განაცხადის შესავსებად. თქვენ უნდა დააკმაყოფილოთ მოთხოვნები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ კონკრეტული შემთხვევების დეტალებზე, რადგან ეს არის მონაწილე პირების კონფიდენციალურობის დაცვა და დარწმუნებული ვარ, საქართველოს სისტემა ზუსტად ისეთივეა, როგორიც მთელ მსოფლიოში. ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით იმ ადამიანების კონფიდენციალურობას, რომლებსაც შემოაქვთ განაცხადი, რადგან მათ უნდა წარადგინონ ბევრი ინფორმაცია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.