კელი დეგნანი - აშშ მუდამ ეძებს გზებს, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა
კელი დეგნანი - აშშ მუდამ ეძებს გზებს, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა

აშშ მუდამ ეძებს გზებს, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა ნატო-სთან, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ მჭიდროდ მუშაობს საქართველოსთან, რომ ქვეყნის შესაძლებლობები ნატო-სკენ მიმავალ გზაზე გაიზარდოს.

კელი დეგნანის განცხადებით, აშშ არის საქართველოს ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი ნატო-ში.

„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთელ მთავრობასთან, რათა საქართველოს შესაძლებლობები და ნატო-სთან თავსებადობა გაიზარდოს. აშშ ამას საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში აკეთებს. ცხადია, რომ გასაკეთებელი მეტია. საქართველო თავადაც ასახავს ამას წლიურ ეროვნულ პროგრამაში, რომელსაც მთავრობა ყოველწლიურად ამზადებს ნატო-სთან კონსულტაციების შედეგად. ასე რომ, მეტია გასაკეთებელი. აშშ მუდამ ეძებს გზებს, რომ პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს თავდაცვით ძალებს, თავდაცვის სამინისტროს, რათა გაიზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა ნატო-სთან. წვრთნები, რომელსაც საქართველო ატარებს ნატო-სთან, აშშ-თან და სხვა მოკავშირეებთან ერთად, ამის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ წვრთნების ჩატარებით ყველა ვხედავთ, სად შეიძლება მეტის გაკეთება, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობა, ერთად ვუპასუხოთ და დავიცვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება და გავზარდოთ საქართველოს თავდაცვითი ძალების შესაძლებლობები საქართველოს საზღვრების დასაცავად. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არის შესაძლებლობა, საქართველოს ლიდერები ესაუბრებოდნენ ნატო-ს მოკავშირეებსა და ხელმძღვანელობას, ეძებდნენ გზებს, როგორ შეგვიძლია, ჩვენ, ყველას, დავეხმაროთ საქართველოს, წინ წაიწიოს ნატო-ს წევრობის გზაზე. ეს საჭიროებს საქართველოს მთავრობის მუშაობას, ეს საჭიროებს აშშ-ისა და ნატო-ს სხვა მოკავშირეების განგრძობად მხარდაჭერას. ყველა მათგანს სურს, იხილოს საქართველოს წინსვლა ნატო-სკენ მიმავალ გზაზე, იმ უსაფრთხო მომავლისკენ, რომელიც საქართველოს სურს და იმსახურებს“, – განაცხადა დეგნანმა.