კელი დეგნანი - აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს მრავალი წელი, მუშაობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის დამკვიდრებაზე
კელი დეგნანი - აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს მრავალი წელი, მუშაობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის დამკვიდრებაზე

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში; უზრუნველყოფს და ახალისებს ადვოკატების პროფესიონალიზმის ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის, „ადვოკატთა სახლის“ გახსნას ესწრებოდა.

მისივე თქმით, სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული გასული ათწლეულების განმავლობაში.

„აშშ მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს მრავალი წლის განმავლობაში, რამდენადაც ის მუშაობს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის დამკვიდრებაზე. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში; უზრუნველყოფს და ახალისებს ადვოკატების პროფესიონალიზმის ინტეგრირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ასევე ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს, საზოგადოებას უკეთ ესმოდეს, რატომ არის მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, პროფესიონალური მართლმსაჯულება მნიშვნელოვანი საქართველოში მართლმსაჯულების განხორციელებისთვის, ასევე საქართველოს ძლიერი დემოკრატიისთვის.

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული გასული ათწლეულების განმავლობაში და ძალიან ამაყი ვართ, რომ აშშ მუშაობს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან 2005 წლიდან ეთიკური ნორმების დახვეწისა და სხვადასხვა სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისთვის, რომლებიც სამართლებრივი პროფესიის პროფესიონალიზმს უზრუნველყოფენ. მოხარული ვართ აქ ყოფნით და მხარდაჭერით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის განვითარებით. დღეს აქ ყოფნა აჩვენებს, რამხელა პროგრესს მიაღწია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, როგორც დამოუკიდებელმა, თვითრეგულირებადმა ერთეულმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.