კელი დეგნანი - აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და არსებულ ვითარებას, მნიშვნელოვანია, მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი, შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად
კელი დეგნანი - აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის მდგომარეობას და არსებულ ვითარებას, მნიშვნელოვანია, მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი, შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას და არსებულ ვითარებას.

მისივე თქმით, ასევე ყურადღებას ამახვილებენ არჩევნების საკითხზეც.

ელჩის განმარტებით, მნიშვნელოვანია, მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი და შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად.

„ვიცი, რომ ბევრი ქართველი ყურადღებით აკვირდება ბატონი სააკაშვილის ირგვლივ არსებულ ვითარებას. მსურს, დაგარწმუნოთ რომ აშშ-ის საელჩო, ვაშინგტონი საკმაოდ ყურადღებით აკვირდება მის მდგომარეობას და არსებულ სიტუაციას.

მიმაჩნია, რომ არსებობს იმის სივრცე, პარტიების მხრიდან ყურადღების გადატანა მოხდეს არჩევნებზე, ამომრჩევლებთან ურთიერთობებზე, პროგრამების, იდეების და პლტფორმების გაცნობის კუთხით. კანდიდატებმა შეძლონ კამპანიების, პლატფორმების გამოყენება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი პერიოდი იყოს მშვიდი და შეიქმნას შესაბამისი გარემო არჩევნების ჩასატარებლად. ამ საკითხებზე გვაქვს ძირითადად ყურადღება გამახვილებული და ბატონი სააკაშვილის მდგომარეობასაც დავაკვირდებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.