კელი დეგნანი - არჩევნებისთვის დამახასიათებელია პოლიტიკური რიტორიკა, მთავარია, რომ ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე
კელი დეგნანი - არჩევნებისთვის დამახასიათებელია პოლიტიკური რიტორიკა, მთავარია, რომ ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე

არჩევნებისთვის დამახასიათებელია ბევრი პოლიტიკური რიტორიკა, მთავარია, რომ ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტი მეტად წარმომადგენლობითი იყოს.

„მოგეხსენებათ, ეს არჩევნებია და არჩევნებისთვის დამახასიათებელია საკმაოდ ბევრი პოლიტიკური რიტორიკა სხვადასხვა პარტიის მხრიდან. მთავარია,  რომ ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, მიიღოს ინფორმაცია იმ საკითხებზე, რაც მისთვის მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ეს არჩევნები არის კარგი შესაძლებლობა, უფრო მეტად წარმომადგენლობითი იყოს პარლამენტი, საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს მეტი პარტია, რომლებიც უკეთ წარმოადგენენ მოსახლეობის სხვადასხვა მოსაზრებას, იდეას, თუ პრობლემას“, – განაცხადა დეგნანმა.