კელი დეგნანი - არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე კარგად იმუშავებს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოსთან
კელი დეგნანი - არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე კარგად იმუშავებს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოსთან

დეოლიგარქიზაცია არის ბევრი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხი, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის. არის ბევრი გზა, რითაც ქვეყნები უმკლავდებიან არასათანადო გავლენას პოლიტიკურ სექტორში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ყველამ უნდა იმუშაოს გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, თამაშის თანასწორ პირობებზე, რომ მოსახლეობის ხმა იყოს აღქმული.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ საკითხი ნებისმიერ ქვეყანაში არის, თუ როგორ უმკლავდება არასათანადო გავლენას ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში, ნებისმიერ საკითხზე, რითაც არის მცდელობა, გავლენა მოახდინონ მთავრობის ფუნქციონირებაზე ან საზოგადოებაზე ფულის ან გავლენის საშუალებით. ეს არის ბევრი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხი, მათ შორის ჩემი ქვეყნისთვის. არის ბევრი გზა, რითაც ქვეყნები უმკლავდებიან არასათანადო გავლენას პოლიტიკურ სექტორში. ყველა ქვეყანას სჭირდება, რომ ამ საკითხზე საუბარი მიმდინარეობდეს და მივიდეს საკუთარ გამოსავლამდე. მე პერსონალურად არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე, კარგად იმუშავებს, მაგრამ არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომლის შესწავლა და რაღაცის აღება შეიძლება, რაც შესაბამისობაშია საქართველოსთან. საჭიროა პრობლემის ხაზგასასმელად მეტი დროის დახარჯვა, რომელიც ეხება არასათანადო გავლენას, რაც გავლენას ახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ ნებაზე. არჩევნებთან მიმართებაში ეს აისახება იმაზე, რასაც ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს. ყველამ უნდა იმუშაოს გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, თამაშის თანასწორ პირობებზე, რომ მოსახლეობის ხმა იყოს აღქმული“, – განაცხადა დეგნანმა.