კელი დეგნანი - ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ცენტრალურია, დარწმუნებული ვართ, ახალი პროგრამა გააძლიერებს სახალხო დამცველის ოფისის ძირითადი როლის ეფექტურობას
კელი დეგნანი - ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ცენტრალურია, დარწმუნებული ვართ, ახალი პროგრამა გააძლიერებს სახალხო დამცველის ოფისის ძირითადი როლის ეფექტურობას

ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის გაძლიერება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ცენტრალური როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლოში. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვაფასებთ ახლო პარტნიორობას, რომელიც გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთან აქ, საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახალხო დამცველის ოფისს შორის იწყება ახალი პარტნიორობის პროგრამა, რომელიც გააძლიერებს სახალხო დამცველის ოფისის ძირითადი როლის ეფექტურობას.

„აქ ვიმყოფები, რათა დავიწყოთ USAID-სა და სახალხო დამცველის ოფისს შორის ახალი პარტიორობის პროგრამა. საქართველოს კონსტიტუცია სახალხო დამცველის ოფისის შექმნით აღიარებს ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობას, ამის გაკეთების დაკისრებით. ეს არის, რაზეც პროფესიონალები სახალხო დამცველის ოფისში მუშაობენ სერიოზულად და ბეჯითად, რათა დაეხმარონ ქართველ ხალხს, ჰყავდეთ სამთავრობო სააგენტოები და ოფიციალური პირები ანგრიშვალდებულნი და უზრუნველყონ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები იყოს დაცული. ეს ძალიან რთული, მომთხოვნი სამუშაოა და ისინი ხშირად ხდებიან არასამართლიანი თავდასხმის ობიექტები აკეთებენ რა, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს და აკისრებს მათ.

ადამიანის უფლებების დაცვა და დემოკრატიის გაძლიერება არის ჩვენი საგარეო პოლიტიკისთვის ცენტრალური როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლოში და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ვაფასებთ ახლო პარტნიორობას, რომელიც გვაქვს სახალხო დამცველის ოფისთან აქ, საქართველოში. მადლიერი ვარ იმ შესანიშნავი თანამშრომლობისთვის, რომელიც გვაქვს. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ახალი პროგრამით, რომელიც არის პირდაპირი გრანტი სახალხო დამცველის ოფისისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროგრამა გააძლიერებს სახალხო დამცველის ოფისის ძირითადი როლის ეფექტურობას, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის უფლებები, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია აკისრებს“, – განაცხადა კელი დეგნანმა არტ მუზეუმში, სადაც ხელი მოეწერება მთავრობათაშორის შეთანხმებას USAID-სა და საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს შორის.