კელი დეგნანი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებას არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს
კელი დეგნანი აცხადებს, რომ მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებას არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელ განცხადებას არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.

ჟურნალისტებმა ელჩს კითხვა დაუსვეს ყაველაშვილის იმ განცხადებაზე, სადაც პარლამენტის წევრი ამბობს: „იბადება კითხვა, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ხომ არ მოსთხოვეს მას რამე და ხომ არ ხდება რაღაც შანტაჟი“.

კელი დეგნანმა განაცხადა, რომ არ იცის, რაზეა საუბარი და აღნიშნა: „ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, რადგან არ ვიცი, რა თქვა მან“.

„მე ვიყავი მესტიაში, ზუგდიდში, ვეწვიე ძალიან პოზიტიურ და შთამბეჭდავ ქართველებს მთელი დღის განმავლობაში და თვალყური არ მიდევნებია თბილისში მოვლენებისთვის. რაც ყველაზე სასიამოვნო რამ არის საქართველოს გარშემო მოგზაურობაში, ხედავ, სად არის ამ ქვეყნის მომავალი და ეს რეგიონებშია, სადაც ხალხი მომავალზეა ორიენტირებული და არა ამაზე. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვერ დავადასტურებ ვიღაცის ჭორებს, რადგან არ ვიცი, რა თქვა მან“, – განაცხადა კელი დეგნანმა.