კაზემიროს წასვლის შემდეგ, „რეალი“ ჰოიბერგის შეძენას გეგმავს #1TVSPORT
„ტოტენჰემის“ ნახევარმცველი პიერ-ემილ ჰოიბერგი შეიძლება „რეალის“ ფეხბურთელი გახდეს. ამის შესახებ დაწერა გაზეთმა The Telegraph-მა.
წყაროს ცნობით, მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დანიელში ხედავს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასული კაზემიროს იდეალურ შემცვლელს. იტალიელ სპეციალისტს ჰოიბერგის გაფორმება ჯერ კიდევ „ევერტონში“ მუშაობისას სურდა, მაგრამ ფეხბურთელმა „ტოტენჰემი“ აირჩია.
ტრანსფერის განხორციელებისთვის წინაღობა შეიძლება გახდეს ფეხბურთელის სურვილი – ჰქონდეს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ.
გასულ სეზონში ჰოიბერგმა პრემიერლიგაში 36 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.