კაზემიროს გადმოსვლის შემდეგ, რონალდომ „მანჩესტერში“ დარჩენა გადაწყვიტა #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ პორტუგალიელმა ფორვარდმა ინგლისურ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა, – იუწყება ჟურნალისტი პედრო ალმეიდა. მისი ინფორმაციით, რონალდომ „მანჩესტერში“ დარჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, როცა გუნდმა „რეალიდან“ კაზემირო დაიმატა, რადგან პორტუგალიელი და ბრაზილიელი მადრიდულ გრანდში ერთად თამაშობდნენ და კარგი, მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
პრესაში ხშირად წერენ, რომ რონალდო „მანჩესტერის“ ახალი მწვრთნელით უკმაყოფილოა და გუნდის დატოვებას ამიტომ აპირებს. პორტუგალიელი ვარსკვლავის შეძენით, რა თქმა უნდა, ევროპული კლუბები დაინტერესდნენ, ყველაზე რეალურ ვარიანტად კი „დორტმუნდი“ განიხილებოდა, აგრეთვე „მარსელი“ და რონალდოს მშობლიური გუნდი „სპორტინგი“.