კაზემირომ ვარჯიშზე თანაგუნდელი დაამტვრია [ვიდეო]
ბრაზილიის ნაკრების ვარჯიშზე, მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ კაზემიროსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულ ფრედს შორის ინციდენტი მოხდა.
ორმხრივი თამაშისას, კაზემირომ ფეხებში ვარდნით სცადა ბურთის ართმევა, მაგრამ კოჭში მიარტყა ფრედს, რომელმაც ვარჯიშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
„ფრედს მარჯვენა კოჭი აქვს დაზიანებული. მან უკვე დაიწყო აღდგენითი პროცედურები, მაგრამ ტკივილი ისევ აქვს. ჯერ ადრეა დიაგნოზის დასმა. 24 საათი უნდა მოვიცადოთ”, – განაცხადა ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ექიმმა.
Manchester United’s newest recruit Fred suffers an ankle injury during training with Brazil 🚑 pic.twitter.com/rGlfjtlRFP
— Football Daily (@footballdailyuk) June 7, 2018