„რეალის“ ნახევარმცველი კაზემირო „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადადის, – წერს The Athletic.
გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმეს და 30 წლის ფეხბურთელის ხელფასი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 413 ათასი ევროთი (კვირაში) განისაზღვრა. ტრანსფერის ზუსტი თანხა ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ევროპულ პრესაში წერენ, რომ გარიგება 60 მილიონს ევროს მიაღწევს.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელს „რეალთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
„სამეფო კლუბის“ შემადგენლობაში კაზემირომ სულ 336 მატჩი გამართა, გაიტანა 31 გოლი და 29 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.