კაზემირო ნანობს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას და ზამთარში კლუბის შეცვლას აპირებს #1TVSPORT
ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო იმედგაცრუებული დარჩა „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლით. 30 წლის ფეხბურთელი სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს გადავიდა მადრიდის „რეალიდან“ ინგლისურ კლუბში.
გამოცემა Todofichajes-ის ინფორმაციით, ბრაზილიელმა უახლოეს გარემოცვასთან საუბარში სინანული გამოთქვა „რეალის“ დატოვების გამო და თქვა, რომ დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, კარიერას კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით გააგრძელებდა.
კაზემიროს ამგვარი განწყობა გამოწვეულია მანჩესტერულ გუნდში სათამაშო პრაქტიკის არქონით. ბრაზილიელს მიაჩნია, რომ სიტუაცია არ შეიცვლება, სანამ გუნდის სათავეშია ერიკ თენ ჰაგი, ამიტომაც ფიქრობს იმაზე, რომ იანვარში დატოვოს „იუნაიტედი“.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ კაზემიროში „რეალს“ 70 ათასი ევრო გადაუხადა და ფეხბურთელთან 2026 წლის ზაფხულამდე გააფორმა კონტრაქტი. ჯერჯერობით, ბრაზილიელმა მხოლოდ ორჯერ ითამაშა ძირითად შემადგენლობაში – ორივეჯერ ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე.