კახა კალაძე - ყველა პლატფორმა გამოყენებულია, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება
კახა კალაძე - ყველა პლატფორმა გამოყენებულია, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებად ყველა შესაბამისი პლატფორმაა გამოყენებული.

„ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი უწყება, საერთაშორისო ორგანიზაციები, ყველა პლატფორმა გამოყენებულია, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი გათავისუფლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამოეხმაურა საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახმაჯთან საქართველოს სამი მოქალაქის დაკავების ფაქტს.

„ძალიან ცუდია რაც ხდება. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ხდება ადამიანების გატაცება და სამწუხაროდ ეს არ არის პირველი შემთხვევა. ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მალე მოხდეს ადამიანების დაბრუნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.