კახა კალაძე -  წლის ბოლომდე უკვე შესაძლებელი იქნება, ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი
კახა კალაძე -  წლის ბოლომდე უკვე შესაძლებელი იქნება, ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი

15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე უკვე შესაძლებელი იქნება, ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მოსალოდნელი იყო, რომ ოპოზიცია ჭარბვალიანობის დაძლევის ინიციატივას დააკნინებდა.

„ძალიან ცხადი იყო, რომ მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ამ ინიციატივის დაკნინებას. იმ ნაბიჯების, დაკნინებას, რა ნაბიჯებიც იყო გადადგმული ამ მიმართულებით.

არაერთხელ ითქვა, რომ 15 დეკემბრიდან დაიწყება და წლის ბოლომდე, 31 დეკემბრამდე უკვე შესაძლებელი იქნება ყველა იმ ადამიანს ჩამოეწეროს ის დავალიანება, რომელზეც იყო საუბარი.

თუმცა, ამით ეს საკითხი არ დასრულებულა. არიან კიდევ სხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც აქვს ამ მიმართულებით პრობლემები და რაზეც მუშაობს ცენტრალური ხელისუფლება“,- განაცხადა კახა კალაძემ.