„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს
„კავკასუს ონლაინს“ შესაძლოა, ავტორიზაცია შეუჩერდეს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „კავკასუს ონლაინი“ და შპს „რკინიგზის ტელეკომი“  წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისების გამო, 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა.

კომისიის ინფორმაციით, კომპანიებს 17 ოქტომბერს გაფრთხილება მიეცათ და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განესაზღვრათ.

მათივე ცნობით, კომპანიები ვალდებული იყვნენ, 3 დეკემბრამდე, წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ.

„თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა. „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. შესაბამისად, კომისიაში დღეს გამართულ სხდომაზე, კომპანიებს 30-30 ათასიანი ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება კვლავ დაავალდებულა და ვადად 17 იანვარი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა, კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს“ ,- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი